გასვიანი – ანტიდისკრიმინაციული კანონი, ერთსქესიანთა ქორწინება, ბავშვის აყვანის უფლება

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი განცხადებას აქვეყნებს
ჰომოფობობას სანამ დამაბრალებენ თვითონ ფობიებით შეპყრობილი ადამიანები განვმარტავ:
ჩემ პატივისცემას იმსახურებს ნებისმიერი ნიჭიერი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანი განურჩევლად სქესისა, რასისა, აღმსარებლობისა თუ ორიენტაციისა. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია თქვა აუგი ადამიანზე მხოლოდ იმიტომ რომ ის არის ლგბტ საზოგადოების წევრი.
ადამიანზე ცუდის თქმა დასაშვებია მხოლოდ მისი საქციელებიდან გამომდინარე. სამწუხაროა რომ აქ არის ერთი დიდი “მაგრამ”.
როდესაც შენ ლგბტ საზოგადოების წევრს აკრიტიკებ მის დაშავებულ საქმეზე(აქ არაა ლაპარაკი გეობაზე,ლესბოსელობაზე,ტრანსგენდერობაზე თუ ბისექსუალობაზე) ლაპარაკია უბრალოდ ცუდ საქციელზე, შეცდომაზე, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი უშვებს, ამ შენიშვნაზე ლგბტ საზოგადოების წევრთა უმრავლესობა ერთხმად შემოგძახებს, რომ შენ მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებ მათ, რომ ისინი ლგბტ საზოგადოების წევრები არიან. აქ ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც მოქმედებდა ერთ დროს თუნდაც ამერიკაში, როდესაც დაინგრა მონათმფლობელური სისტემა და შავკანიანები გათავისუფლდნენ. აბა გაგებედა და გაგეხედა შავკანიანისკენ, იმწამს მოგვარდებოდნენ, გაგლანძავდნენ, გიჩივლებდნენ სასამართლოში და დაგიმტკიცებდნენ რომ შენ მას “ცუდად” იმიტომ შეხედე რომ ის შავკანიანი იყო. ასევე იყო დანაშაულებზეც, შავკანიანს რომ მოეპარა ის აუცილებლად წამოიძახებდა რომ მას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იჭერენ, რომ ის შავკანიანია. სწორად ამ პრინციპზეა დაყრდნობილი ანტიდისკრიმინაციული კანონი
რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას.
ქორწინება არის ერთობა, რომლის შედეგიც სასურველია იყოს ნაყოფი, ერის გასამრავლებლად, ერის გასამდიდრებლად
კიდევ ერთხელ განვმეორდები ტყუილ უბრალოდ ჰომოფობობა არ დამწამოთ, დასაწყისშივე ავღნიშნე რომ ჩემ დიდ პატივისცემას იმსახურებს ყველა ადამიანი.
მე ტაშს დაუკრავ ლგბტ საზოგადოების წევრს მის კონცერტზე, მისი წიგნის პრეზენტაციაზე, მის გმირობაზე, მაგრამ მე ტაშს არ დავუკრავ ლგბტ საზოგადოების წევრს, მხოლოდ იმიტომ რომ ის არის გეი,ლესბოსელი,ტრასნგენდერი ან ბისექსუალი(რასაც ხშირ შემთხვევაში ითხოვენ თვითონ)
ქრონოგლოგიურად რომ მივყვეთ: ანტიდისკრიმინაციული კანონი, ერთსქესიანთნა ქორწინება – შემდეგი ბავშვის აყვანის უფლებაა. იმ შემთხვევაში თუ დაკანონდება ზემოთხსენებული კანონი შემდეგი გარდაუვალია. ასე რომ ხელისუფლებას მოვუწოდებ კარგად დაფიქრდნენ სანამ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგავენ, თუ რათქმაუნდა ეს ყველაფერი მათი მიზანი არ არის…

Comments
Loading...