გასვიანი: მაგ. თუ მხატვარი უშვებს შეცდომას მხოლოდ მისი ბრალია და თუ მღვდელი ეკლესიის?!

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

 

“ერთ ბანკირს თუ შეეშალა მხოლოდ მისი ბრალია, ერთ პარლამენტარს თუ შეეშალა ასევე მხოლოდ მისი ბრალია, ერთმა ძიძამ თუ გადააჭარბა უფლებამოსილებას კონკრეტულად იმ ძიძის ბრალია, ერთმა მხატვრამა ცუდი ნახატი თუ დახატა მხატვრის ბრალია, ერთი ადამიანი რომ სჩადის კრიმინალს მხოლოდ ის ისჯება…და რატომ არის როდესაც ერთი სასულიერო პირი, მღვდელი თუ ბერი უშვებს შეცდომას მთელი ეკლესიის და საპატრიარქოს ბრალია?! რიტორიკული კითხვაა…უბრალოდ ზოგჯერ დაფიქრება მართებს ადამიანს, სანამ თავიანთი ვიწრო, თხელი და მჩატე ტვინით შეეცდებიან მოახვიონ “ბრძნული” ბოღმით აღსავსე აზრები საზოგაოდებას. არ მოგწონთ “ჯიპიანი მამაო”??? დაწერეთ რომ არ მოგწონთ “ჯიპიანი მამაო”!!! და არა ეკლესია, სარწმუნოება, ქრისტე და ა.შ” -წერს გასვიანი

Comments
Loading...