გასვიანი – სასრაფოდ უნდა დაიხუროს ყველა ფსიქოტროპული და შემსუბუქდეს ნარკოპოლიტიკა!!!

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი საქართველოში არსებულ ნაკოპოლიტიკას ეხმაურება

“მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ბიძინა ივანიშვილით, ირაკლი ღარიბაშვილით გაგრძელებული და აწ უკვე ახალი პრემიერით გიორგი კვირიკაშვილით დამთავრებული, ყველა პასუხისმგებელია იმ მსხვერპლის რაც სააფთიაქო ნარკოლოგიას მოსდევს…იმ ახალგაზრდების ორგანიზმის და ფსიქიკის დაავადებების პასუხისმგებელი, რომლითაც დაავადებულია ახალგაზრდების 15-20%…ამ ყველაფერთან ერთად ეს გამოწვეულია იმ გრძელი რკინის ჯაჭვის დასაწყისით, რომელსაც იმ მკაცრ ნარკოპოლიტიკამდე მივყავართ, მიხეილ სააკაშვილმა და ნაც სექტამ რომ დათესეს საქართველოში, თუნდაც ის რომ მარიხუანა მძიმე ნარკოტიკში გადის, თუნდაც ის რომ ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანს შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს…მინდა გავიღვიძო ერთ დღეს, გავიდე აივანზე და ვეღარ დავინახო გრძელი ახალგაზრდა გოგო-ბიჭების რიგი, რომლებიც ფსიქოტროპულ აფთიაქთან დგანან და გამვლელს ერთი ცალი ბაკლოსანისთვის 2 ლარს თხოვენ…სასრაფოდ უნდა დაიხუროს ყველა ფსიქოტროპული აფთიაქი და შემსუბუქდეს ნარკოპოლიტიკა!!!”

Leave A Reply

Your email address will not be published.