გასვიანი – ვფიცავ იმ მიწა-წყალს, რომელზეც მე 25 წელია დავაბიჯებ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ…

“25 წელია დავაბიჯებ ჩემი საყვარელი ქვეყნის მიწაზე. მთელი გულით მინდა ჩემს სიცოცხლეში საქართველო გაბრწყინებული ვიხილო. სიმართლე გითხრათ იმედს არ ვიკლავ…არ ვჩივი, 25 წელია დავაბიჯებ ჩემი საყვარელი ქვეყნის მიწაზე, და ჯერ-ჯერობით ნათელ წერტილს ვერ ვხედავ რომ გავყვე, მაგასაც არ ვჩივი, მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ იმ ნათელი წერტილი, რომელსაც მე ვერ ვხედავ, მიზანმიმართულად აფარებენ ჩვენს თვალს. ბოროტება ძლიერია, რიგ შემთხვევაში სიკეთეზე მეტად ძლიერიც, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია. 25 წელია დავაბიჯებ ჩემი საყვარელი ქვეყნის მიწაზე და ვცდილობ რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის განვითარებაში, გამომივდა? არ გამომივა? არ აქვს მნიშვნელობა…მთავარი არ არის ბრძოლას იგებ თუ აგებ, მთავარია როგორ იბრძვი…მე კი ვფიცავ იმ მიწა-წყალს, რომელზეც მე 25 წელია დავაბიჯებ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, მე თუ არა ჩემი შვილები იცხოვრებენ იმ ქვეყანაში, რომელიც მე და თითოეული თქვენგანის ოცნებაა. ის მოჩვენებითი ბოროტების გამარჯვებაც ერთი წამია, ზუსტად ისეთი როგორც ჩემი განვილი ცხოვრება იქნება ერთი წამი წუთისოფლისთვის…”
-წერს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.