„გატანილია პოლიტიკოსების პირადი სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები“

ტრანგენდელ ქალთა ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ტატშივილი დაუკავშირდა საინფორმაციო სააგენტო Georgfian National News (GNN.GE)-ს და განუცხადა, რომ გუშინ მათ ოფისში შევიდნენ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც ჩხრეკის დროს წაიღეს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ტექნიკა და რაც მთავარია პირადი სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, როგორც ტრანსგენდერების ასევე პოლიტიკოსების.

„გუშინ 17:00 საათზე ორგანიზაციის ოფისში შემოვიდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც წარმოადგინეს დადგენილება, რომ აქვთ უფლება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ. ჩვენი ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია 260-ე მუხლით რაც ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას. ასევე ჩაგვიტარდა შემოწმება ნარკუტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით და არ აღმოგვაჩნდა ნარკოტიკი ორგანიზმში. ყველაზე მთავრი რაც არის აქ საუბარია ოფისიდან გატანილი ტექნიკის და ინფორმაციის ნაწილზე. ზუსტად, რომ ვთქვა ჩვენი ოფისიდან კატანილია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, „ფლეშკები“, დისკები და სხვა. ამ დისკებზე ასახულია ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები სხვადასხვა პირების შესახებ. აქ არის პირადი სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, როგორც ჩვენი ასევე და პოლიტიკოსების.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან გაიტანეს. სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით რა ბედი ელის ამ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს და როგორ და რა მიზნებისთვის გამოიყენებს სახელმწიფო ამ მასალებს.

მივმართავთ სახალხო დამცველის აპარატს, რომ მოახდინოს სწრაფი და ობიექტური რეაგირება ამ ფაქტზე“ – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა GNN.GE-თან.

Comments
Loading...