გატაცებული არასრულწლოვანი გოგონას მშობლებმა განყოფილებაში შეჭრა სცადეს

ხმაური იყო ღამით ფონიჭალის პოლიციის შენობასთან. გატაცებული არასრულწლოვანი გოგონას მშობლებმა განყოფილებაში შეჭრა სცადეს. 17 წლის სამირა ბაირამოვას ახლობლები სამართალდამცველებისგან დროულ გამოძიებას ითხოვენ. მათი თქმით, მოზარდი ძალის გამოყენებით გაიტაცეს და პოლიციაში უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ბაირამოვები ამბობენ, რომ გამტაცებლებს მცდელობა ჰქონდათ გოგონა საქართველოდან გაეყვანათ, თუმცა ვერ შეძლეს. მომხდარზე საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით არის აღძრული. „ჩემ შვილს შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. თუმცა, მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომელიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ რამდენიმე სახელსა და გვარს, თუმცა სამართალდამცველები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ“, – აცხადებს გატაცებულის დედა.

Comments
Loading...