გათავისუფლების შემდეგ, რატი გაჩეჩილაძე სასამართლოს შენობიდან გაიქცა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულმა რატი გაჩეჩილაძემ, გათავისუფლების შემდეგ, საქალაქო სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა.