გაუკეთე სიურპრიზი დედას!გადმოგვიგზავნეთ თქვენთვის საყვარელი ფოტო დედასთან ერთად

„კამპუს ლაიონს კლუბმა თბილისმა“, საქართველოში გადაწყვიტა 3 მარტს პროექტის, “დედაჩემი, ჩემი საგანძური”, მეშვეობით მთელი მსოფლიოს დედებს დაანახოს დედის სიყვარული.
ჩვენ გვსურს პროექტი იყოს მულტიკულტურული, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი, რათა დედებს ღიმილიანი და ხალისიანი დღე შევუქმნათ. ამ პროექტის მთავარი მიზანია დედობის დაფასება.
ვიმედოვნებთ ბევრი თქვენთაგანი ჩაერთვება დედებისთვის მიძღვნილ პროექტში.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა ?
გადმოგვიგზავნეთ თქვენთვის საყვარელი ფოტო დედასთან ერთად, ან ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ვინც თქვენთვის დედის ტოლფასია. ფოტოს არქონის შემთხვევაში, გადაიღეთ ფოტო წარწერით ხელში :”დედაჩემი, ჩემი საგანძური”. ყველა ფოტოს თან უნდა მოსდევდეს აღწერილობა ან რაიმე თქვენთვის საყვარელი ციტატა, რომელიც თქვენს გრძნობებს გამოხატავს დედის მიმართ. აღნიშნული არ უნდა აღემატებოდეს 100 სიტყვას. ატვირთვის ბოლო ვადაა 2 მარტი 23:00 საათი.

Comments
Loading...