გაზის ძლიერი სუნი გამო შავნაბადაში სასწავლო პროცესი შეწყდა

სკოლა-გიმნაზია “შავნაბადაში“ სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, – ამის შესახებ 2030.news-ს სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, სკოლაში გაზის ძლიერი სუნი იდგა და ადმინისტრაციამ სწორედ ამიტომ მიიღო მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება.

 

„სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს და დემონტაჟის დროს დაზიანდა გაზის მილი, რის გამოც სკოლაში ძლიერი გაზის სუნი იყო. სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვების უსაფრთხოების გამო, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს სწავლის პროცესი შეჩერდეს“, – განაცხადა ავთანდილ აბდუშელიშვილმა.

 

 

წყარო :  http://topnews.mediamall.ge

Comments
Loading...