გაზის გაჟონვით გარდაცვლილი გოგონა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი იყო

ნაძალადევის რაიონში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი – შორენა აბულაძე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლი იყო.

იუსტიციის სამინისტრო შორენა აბულაძისა და მისი მეუღლის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

“იუსტიციის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლის შორენა აბულაძისა და მისი მეუღლის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

შორენა აბულაძე 2009 წლის 25 ნოემბრიდან გადიოდა სტაჟირებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე.

2014 წლის 8 მაისიდან მუშაობდა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე.

იუსტიციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გუშინ გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ბინა ნაქირავები ჰქონდა. ადგილზე სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახა.

შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს კი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ.

არსებული ინფორმაციით, გოგონა ორსულად იყო.

Comments
Loading...