გაზპრომი და საქართველო – რესპუბლიკური პარტიის წევრი წერილს ასაჯაროებს

თამარ კორძაიამ დღეს ის მიმოწერა გაასჯაროვა, რომელიც რესპუბლიკელებს გაზპრომთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინრიტოსთან ჰქონდა. დეპუტატის თქმით, მათ ძირითად ტრანზიტთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, თუ რა საფრთხეები შეიძლება არსებოდბეს.

კორძაია ამბობს, რომ 12 კითხვაზე კალაძის უწყებისგან ამომწურავი ინფორმაცაია მიიღეს.

გაზპრომსა და საქართველოს შორის გამართულ მოლაპარაკებაზე ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია ენეგრეკიტიკის სამინისტროს.

გაზპორმის ინფორმაციით, კი ალექსეი მილერსა და კახა კალაძეს შორის სამუშაო შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა. მათივე განმარტებით, შეხვედრაზე საქართველოს ტეროროტიაზე რუსული გაზის ტრანზიტსა და კომერციულ მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს.

Comments
Loading...