გედევან ფოფხაძე – არ ვაპირებ ახსნას რატომ არ ავიღებ ID ბარათს

როგორც ფოფხაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, ბარათის აღებას არ აპირებს, თუმცა ამის მიზეზს არ აკონკრეტებს.

“მე არ ვსარგებლობ ID ბარათით, არ ვაპირებ აღებას და მინდა იგივე უფლებით ვისარგებლო. არც იმის ახსნას არ ვაპირებ არავისთვის, თუ რატომ არ ვპირებ ID ბარათის აღებას. მე არ ვიცი რა არის ამ ID ბარათებში. არ მინდა და მორჩა,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ორგანიზაცია „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საავტორო საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ საზოგადოებას ID ბარათების პარალელურად, ჩვეულებრივი პირადობის მოწმობით სარგებლობის უფლებაც ჰქონდეს

Comments
Loading...