გედევან ფოფხაძე: პარლამენტის ყველა წევრთან მოხდება წინასწარი გასაუბრება

მმართველი გუნდი საპარლამენტო თანამდებობთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს, რომლის გამართვის თარიღიც ამ დრომდე არ კონკრეტდება.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით ამ წუთებში კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები დეპუტატებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მიდმინარეობს.

„ჯერჯერობით, ამ თემებთან დაკავშირებით პიროვნული კონსულტაციებია, რომელიც ინტენსიური ხასიათისაა, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიღებული პოლიტსაბჭოს ფორმატში უნდა იყოს. პარლამენტის აბსოლუტურად ყველა წევრთან მოხდება წინასწარი გასაუბრება. ვინაიდან, გადაწყვეტილების მიღება პოლიტსაბჭოს ფორმატში ხდება, ამ დეტალების გამჟღავნება სწორად არ მიმაჩნია. უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ის ხალხი, ვინც კონსულტაციებს გადის და თვითონ პროცესიც დაზარალდება”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს წევრებისთვის პოლიტსაბჭოს სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Comments
Loading...