გეგუჩაძემ “დინამო” დატოვა და “ნაკრებში მიდის”

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტობრივად უკვე გაირკვა, თუ ვინ დაიკავებს კახა ცხადაძის პოსტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

სპორტული პრესის ცნობით, თბილისის “დინამო” უკვე დატოვა გია გეგუჩაძემ და მის მაგივრად სლოვაკი სპეციალისტი იური იარაბეკი მოვა, რომელიც “სპარტას” წვრთნიდა.

“თბილისიდან 1 კვირის წინ დამიკავშირდნენ და სამუშაო შემომთავაზეს. როგორც ვიცი, წინამორბედი ნაკრებში გადავიდა და მე მის ადგილს დავიკავებ”, – განაცხადა იარაბეკმა სლოვაკურ გამოცემასთან ინტერვიუში.

შესაბამისად, გეგუჩაძე ცხადაძეს შეცვლის და ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდიოდა.

Comments
Loading...