გელა ნიკოლაიშვილი: ბორჩაშვილი სირიაში დაიჭრა და 8 თვე მკურნალობდა თურქეთში

გელა ნიკოლაიშვილი:

_ გამოძიება მას ედავება და ბრალს დებს იმაში, რომ ის იბრძოდა ისლამური სახელმწიფოს რიგებში.

_ გამოძიებას მტკიცებულებები აქვს?

_ მათ აქვთ ის მტკიცებულებები, რაც ყველამ ნახა ტელევიზიით.

_ მხოლოდ ეს?

_ დიახ. ახლა კი ზის ინვალიდის ეტლში. ის არ მალავს, რომ კავშირი ჰქონდა სირიის„ თავისუფალ არმიასთან“ და არა ისლამურ სახელმწიფოსთან.

_ როგორ გგონიათ, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ამას დაამტკიცებს? მტკიცებულებები გააქვთ?

_ მტკიცებულებები და არგუმენტები სჭირდება ბრალდებას. ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ, მან უნდა დაამტკიცოს, რომ რასაც ამბობს, ეს არის უტყუარ მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულია მხოლოდ ისლამური სახელმწიფო, თუმცა იქ არიან სხვა ძალებიც, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. მათთან კავშირი არ არის კანონით აკრძალული და დასჯადი. იმედი გვაქვს, რომ სიმართლე გაირკვევა.

Leave A Reply

Your email address will not be published.