„გენიძლავებით და ამაში ფარმაცევტული კომპანია ჩადეთ“ – რომან გოცირიძე კახა ოქრიაშვილს სანაძლეოს სთავაზობს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კახა ოქრიაშვილს სანაძლეოს დადებას სთავაზობს.

მსგავსი შეთავაზება გოცირიძემ ოქრიაშვილის მიმართ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ოქრიაშვილმა აღნიშნა, რომ გოცირიძის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია მოეწონა, თუმცა მასში ნაჩვენები რეკონსტრუქციის არ სჯერა.

“გენიძლავებით და ამაში ფარმაცევტული კომპანია ჩადეთ”, – მიმართა გოცირიძემ ოქრიაშვილს, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომპანია “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტზე მსჯელობენ.

დეპუტატებს შეთანხმების ნეგატიურ მხარესა და ფინანსურ დანაკარგებზე “ნაციონალური მოძრაობის” ხედვას რომან გოცირიძე აცნობს.

Comments
Loading...