გერმანელი დეპუტატი: არავითარი მხარდაჭერა აშშ-ის მიერ გაჩაღებულ ომებს!

ბუნდესტაგის (გერმანიის პარლამენტი) დეპუტატმა, ფრაქცია “მემარცხენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა სარა ვაგენკნეხტმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ მსოფლიოში გაჩაღებული ომების მხარდაჭერა.

ამას გარდა გერმანელმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” დასავლეთის იმ ქვეყნების პოლიტიკის წყალობით შეიქმნა, რომლებიც აშშ-ის სამხედრო აქციებს უჭერდნენ მხარს.

“დასავლეთმა ურჩხული შექმნა. ბოლო უნდა მოეღოს თვალთმაქცურ პოლიტიკას, არავითარი მხარდაჭერა ამერიკის მიერ გაჩაღებულ ომებს!” _ დაწერა სარა ვაგენკნეხტმა სოციალურ ქსელში.

გერმანელმა დეპუტატმა თავის განცხადებებს დაურთო ინტერნეტმისამართი მასალისა, რომელიც გამოქვეყნებულია საინფორმაციო-ანალიტიკური ტელეარხის _ N-TV-ს ვებგვერდზე. ამ მასალაში აღნიშნულია, რომ აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ სირიის კრიზისზე.

Comments
Loading...