გერმანელმა სამართალდამცველებმა ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს, რომელიც 26 წლის ტუნისელია. ამის შესახებ „როიტერი“ ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.
ამ დროისთვის დგინდება, რა როლს თამაშობდა დაკავებული პირი ტერაქტში, რასაც დეკემბერში 12 ადამიანი ემსხვერპლა. უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, ტერაქტამდე ერთი დღით ადრე დღეს დაკავებული პირი მეორე ეჭვმიტანილ ანის ამრისთან ვახშმობდა, რომელიც მილანის გარეუბანში 23 დეკემბერს პოლიციასთან სროლებისას დაიღუპა.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკმარისი მტკიცებულებები დაკავებული პირის დასაპატიმრებლად ამ დროისთვის არ არსებობს.
ბერლინში ტერაქტი 19 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც სატვირთო ავტომანქანა საშობაო ბაზრობაზე ხალხის მასაში შევარდა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 48 დაშავდა.