გერმანია ISIS-სთან საბრძოლველად სირიაში 1200 ჯარისკაცს აგზავნის

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მარკელმა საფრანგეთის პრეზიდნეტთან, ფრანსუა ოლანდთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.
Reters-ის ინფორმაციით, გერმანია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო შენაერთებს გაგზავნის. ერაყსა და სირიაში მისიის შესასრულებლად ჩასულ ჯარისკაცთა რაოდენობა 1,2 ათასს შეადგენს. მისიის შესრულების ვადა 1 წელი იქნება, თუმცა შესაძლოა უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. ამის საკითხთან დაკავშირებით გერმანულ ბუნდესტაგში კენჭისყრა გაიმართება. პარლამენტის მანდატის გარეშე გერმანია ოპერაციაში ვერ ჩაერთვება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ალიანსი „დაასუსტებს „ისლამურ სახელმწიფოს“, შეზღუდავს მის თავისუფლებას რაიმე მანევრის განსახორციელებლად, გაანადგურებს მათ საწვრთნელ ბანაკებს, დაიბრუნებს დაკარგულ ქალაქებს, მოსპობს მათი ნავთობით მოპოვებულ ყოველწლიურ შემოსავალს და ბოლოს მოუღებს მათ უძლეველობას“ .
როგორც გერმანული წყარო Spiegel იუწყება გერმანიას , „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა 134 მილიონი ევრო დაუჯდება.

წყარო
cp.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.