ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოცემა “bild”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.
მინისტრის თქმით, მსოფლიო მზად უნდა იყოს მღელვარე პერიოდისთვის.
“ჩვენ დიალოგს გავმართავთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რომ მათ ჩვენი დამოკიდებულება, ღირებულება და ინტერესები გავაცნოთ”,- განაცხადა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ ბერლინი ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაძლიერებით არის დაინტერესებული.
ამერიკის 45–ე პრეზიდენტის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს კონგრესის შენობასთან გაიმართა.
8 ნოემბრის არჩევნებზე ტრამპმა დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევით მე-20 საუკუნის ძველი მსოფლიო საბოლოოდ დასრულდა.