გერმანიაში 12 წლის ბიჭი საშობაო ბაზრობაზე სავარაუდოდ აფეთქების მოწყობას ცდილობდა

გერმანიის ხელისუფლება 12 წლის ბიჭის საქმეს იძიებს, რომელიც საშობაო ბაზრობაზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით სავარაუდოდ აფეთქებას ცდილობდა,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გერმანული მედიის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილით ქალაქ ლუდვიგსჰაფენში მოხდა.

ჟურნალ“ფოკუსის“ ცნობით, ნოემბრის ბოლოს, ბიჭმა საშობაო ბაზრობაზე ჩანთა დატოვა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, თუმცა დეტონატორი არ ამოქმედდა. დეკემბრის დასაწყისში, ბავშვი ბომბის აფეთქებას კიდევ ერთხელ შეეცადა.

გამვლელებმა ბუჩქებში დატოვებული საეჭვო ჩანთა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. ინჟინრებმა ბომბი გაანეიტრალეს. ჟურნალ Focus-ის ცნობით, ბავშვის მშობლები ერაყელი ემიგრანტები არიან.

ბიჭი 2004 წელს დაიბადა. გამოცემის ინფორმაციით, მას ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდა კავშირი. პოლიციამ ბიჭი მიმდინარე წლის 5 დეკემბერს დააკავა.

 

წყარო : ipress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.