გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი წლის პერსონად დასახელდა

მერკელი ევროპის ყველაზე გავლენიან ლიდერად ჟურნალმა „თაიმმა“ დაასახელა, რადგან გამოცემის ინფორმაციით, დროისა და ადგილის მიუხედავად, მსოფლიოზე მას წარმოუდგენლად მაღალი გავლენა აქვს.

როგორც „თაიმი“ წერს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც ანგელა მერკელი გაიზარდა, არც დემოკრატიული და არც რესპუბლიკური იყო. ეს იყო ორუელისეული საშინელებათა შოუ, სადაც რკინის ფარდა ბერლინის კედლის სახითაა გამოხატული.

მისნაირი პოლიტიკური ქარიზმა არავის აქვს. მას შემდეგ, რაც 2005 წელს ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი გახდა და მმართველობაში მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ეკონომიკა ჩაიბარა, ის სავსებით უდრეკი დარჩა.

რაც შეეხება 2015 წელს, მერკელს მიმდინარე წელს სამჯერ ჰქონდა მიზეზი ევროპის არამხოლოდ კულტურული და გეოგრაფიული, არამედ ისტორიული ექსპერიმენტები ემართა. მას ასევე, ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ევროპის ვალის კრიზისის დაძლევაში.

მერკელი ასევე, ხელმძღვანელობდა დასავლეთის კრიზისთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, რომელიც უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მოქმედებებს უკავშირდებოდა.

შესაბამისად, „თაიმის“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს განვითარებულ ყველა მოვლენაში ანგელა მერკელი ჩაერია და მათ მოგვარებას შეეცადა.

Comments
Loading...