გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შესაძლო მოსალოდნელ ომზე საუბრობს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტებისათვის შიდა საზღვრებს ჩაკეტავენ, ბალკანეთში შესაძლოა, ომი დაიწყოს.

„მე არ მინდა, რომ საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს. ეს ევროკავშირს კარგს არაფერს მოუტანს”, – აცხადებს მერკელი.

მერკელის მოსაზრებით, გერმანიამ, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქვეყანამ, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მონახოს. მისი თქმით, უნგრეთის საზღვარზე წინაღობების დაყენებამ მიგრანტები იძულებული გახადა, დასავლეთ ევროპაში მოსახვედრად სხვა გზები მოენახათ, რამაც, მერკელის შეფასებით, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.

„ჩვენ ისეთი გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, რაც ევროპულ სოლიდარობასთან სრულ თანხვედრაში იქნება”, – აცხადებს ანგელა მერკელი.

გაეროს მონაცემებით, მარტო ოქტომბერში თავშესაფრის საძიებლად ევროპაში 220 ათასი მიგრანტი ჩავიდა. წლის დასაწყისიდან ევროკავშირის საზღვარი საერთო ჯამში 500 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა, – იუწყება დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატი.

Comments
Loading...