გერმანიის პოლიცია: ქართველი კრიმინალებისგან 100 მილიონ ევროზე მეტი ზარალი მოგვადგა

გერმანულმა გამოცემა N24-მა(Nachricht) გამოაქვეყნა გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელი, ანდრე შულცის ინტერვიუ. შულცი ქართველ მიგრანტებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფების გამო მათ 100 მილიონ ევროზე მეტი ზარალი აქვთ.

გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელი, ანდრე შულცი აკრიტიკებს ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც მიგრანტებისგან მიღებულ კრიზისს აიგნორებს. შულცის აზრით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რა საფრთხის წინაშე დგას.

“ბარნსუიკს” რამდენიმე კვირის განმავლობაში სერიოზული პრობლემა ჰქონდა. თავდაპირველად მათ თავშესაფრის 500 მაძიებელი უნდა შეეფარებინათ. ახლა ეს რიცხვი 3000-ს აღემატება. მიმდებარე ტერიტორიაზე გაზრდილია დანაშაული: ბინის, მაღაზიის გაძარცვა, ველოსიპედების ქურდობა… სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტი ამ ფაქტით დაინტერესდა და სპეციალური კომისიაც შექმნა. ახლა სიტუაციას შედარებით უკეთ ვაკონტროლებთ. დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც საცხოვრებელ ადგილს მოითხოვენ, არა ომს გამოქცეული მიგრანტები, არამედ ბალკანეთიდან, კავკასიიდან და აფრიკიდან დევნილები არიან. ადამიანები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში შემჩნეულნი იყვნენ დანაშაულებებში”, – აცხადებს შულცი.

გერმანელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მუდმივად იყო ქართველების პრობლემა, რაზეც შულცი აცხადებს:

“დიახ, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში. არ დავკონკრეტდები. თუმცა ფაქტია, რომ ახალგაზრდა ადამიანები საქართველოდან ჩამოდიან, ძარცვავენ მაღაზიებს. შემდეგ ისინი საცხოვრებელ ადგილს ითხოვენ და ლეგალურად 1 წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ერთია, როდესაც გაძლევენ ჯიბის ფულს, საცხოვრებელს, მაგრამ ისინი გასაქურდად ჩამოდიან. ჩვენ ვსაუბრობთ 100-ზე მეტ ადამიანზე, რაც ჩვენ დავადგინეთ”.

გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქართველი კრიმინალებისგან მათ 1 წელიწადში 100 მილიონ ევროზე მეტი წარალი მიიღეს.

“ჩვენ ეს თითქმის გამოგვივიდა. ამასთანავე ძალიან რთულია დადგინდეს ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების სტრუქტურა. ჩვენ ქართულ დაჯგუფებებს დავსდევთ, რომლებისგანაც ერთ წელიწადში 100 მილიონ ევროზე მეტი ზარალი ვნახეთ”, – აღნიშნა შულცმა.

Comments
Loading...