გერმანიის პოლიციამ ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
BBC-ის ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც წარმოშობით პაკისტანელია, გერმანიაში შარშან ჩავიდა და თავშესაფრის მიღება სურდა. იგი ამჟამად, პოლიციის მიერ იკითხება.
როგორც გერმანული მედია იტყობინება, პოლიციას ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავებულის კავშირებზე ინფორმაცია არ გააჩნია.
სამართალდამცველებმა ბერლინის აეროპორტში, ლტოლვილთა გაუქმებულ თავშესაფარში ჩხრეკა უკვე ჩაატარა, სადაც ვარაუდობენ, რომ ბრალდებული თავს აფარებდა.
გუშინ, ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 48 მოქალაქე.