გერმანული მედია: 2016 წლიდან ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზების რეჟიმს გააუქმებს

ევროკავშირი უახლოეს მომავალში საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს დააწესებს – წერს გერმანული გაზეთი Die Welt. ორივე ქვეყანაში გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შესახებ მომავალი წლის შუა თვეებიდან შევა ძალაში.
გაზეთის ინფორმაციით, 15 დეკემბერს ევროკომისიამ მოხსენება უნდა წარადგინოს, სადაც კიევის და თბილისის მხრიდან პირობების დადებითად შესრულების შესახებ იქნება საუბარი – ეს შესაფება ევროკავშირის წევრი წვეყნების თანხმობის მისაღებად აუცილებელია – წერს Die Welt. ამასთანავე, გაზეთის თქმით, 2016 წლის გაზაფხულამდე კიევს რამდენიმე სფეროში მუშაობის გაუმჯობესება მოუწევს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში.
უვიზო რეჟიმი საქართველოს და უკრაინის მოქალაეებისთვის ნახევარი წლის მანძილზე 3 თვით ყოფნას გულისხმობს

Comments
Loading...