GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, ”ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა 39,9 %-მა, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი – 32,74 %-მა დაუჭირა მხარი

GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” გამოკითხულთა – 39,9 % უჭერს მხარს, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – 32,74%.
GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას ასევე ახერხებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც აღნიშნული მონაცემებით 5,76% უჭერს მხარს.

GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, ”ლეიბორისტულმა პარტიამ” გამოკითხულ ამომრჩეველთა – 4,21%-ის მხარდაჭერა მიიღო, მოძრაობამ ”სახელმწიფო ხალხისთვის” – 3,25%-ის; ”თავისუფალმა დემოკრატებმა” – 3,21%-ის; ”დემოკრატიულმა მოძრაობამ” – 2,81%-ის და სხვა პარტიებმა 8,12%-ის;

როგორც ”რუსთავი 2” აღნიშნავს, ამ დროისთვის დათვლილია გამოკითხულ ამომრჩეველთა 90%-ის მონაცემები.
GFK-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები „ბისიჯიმ“ ჩაატარა.

წყარო:ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...