“ღამე არ სძინავთ, – დავით კომუნისტინი და თინა გამყალბებლოვა როგორ გავანადგუროთო”

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი თავცადვის მინისტრს მიმართავს

“მოკლედ, თინა გამყალბებლოვა დედამიწის ღერძია. რომ არა ის, კაცობრიობა წაიქცეოდა.
გამყალბებლოვამ ყველაფერი იცის. ისიც კი, რა შედეგით დასრულდება გამოძიება. ტირის ვანგა!
მას ებრძვის პუტინი, მას ებრძვის ივანოვიც, ალბათ… მას ებრძვის მედვედევი და პატრუშევი. ღამე არ სძინავთ,- დავით კომუნისტინი და თინა გამყალბებლოვა როგორ გავანადგუროთო. ტირის ავლიპ ზურაბიშვილი!
გამყალბებლოვას განადგურების გეგმაში ჩართულია ყველა, ვინც ნატოზე ოდნავ მაინც სკეპტიკურ მოსაზრებას გამოთქვამს: აპატურაი, ობამა, მერკელი, ოლანდი… და გოგი თოფაძე.
ტირის თვით ნატო! გამყალბებლოვამ ბრძანა,- ნატოც მე ვარო…
და ბოლოს, ალასანიასგან განსხვავებით, მას არ უმტყუნებს ნერვები, რომელმაც დიდიხნია უმტყუნა.
და ის ხელს არ გაუშვებს ივანიშვილს, რომლისთვისაც, თურმე, რესპუბლიკური პარტია ყოფილა პარტია ნომერი 1. იმედი მაქვს, ივანიშვილს რესპუბლიკური პარტიის წესდება წაკითხული აქვს.
ის ცდილობს დარჩეს დირექტორად, დირექტორად და დირექტორად…
ხოლო მე, რომელიც არც დირექტორი ვარ, არც სამყაროს ცენტრი, არც ნატო და გაბრწყინვებამდეც ბევრი მაკლია, ვუმეორებ გამყალბებლოვას: მოგტყდება
ეგ სქელი რქები”
-წერს ინაშვილი

Comments
Loading...