“ღამის 2 საათზე დაადგებოდნენ ხოლმე სააკაშვილს კაბინეტში და…”

„დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

„ყველა ის ადამიანი ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაშია“ არც ევროპაზე, არც დემოკრატიულ ფასეულობებზე საუბრის უფლება არ აქვს. სააკაშვილი ცუდია თუ კარგია, ეს მეორე თემაა. მე ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ ცუდია და კატასტროფული შეცდომები დაუშვა, მაგრამ სააკშვილის გარეშე რომელი მოხვდებოდა პარლამენტში? ვის დაკარგვია რომელიმე სააკაშვილის გარეშე? ვის მისცა ხმა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ჩემდა სამწუხაროდ, მათდა სამარცხვინოდ და ქვეყნის სამარცხვინოთდ, რომ ამდენი ხმა მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“? – გიგა ბოკერიას, სერგო რატიანს, ელენე ხოშტარიას თუ ვის მისცა ხმა? ამ ხალხმა, სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილს მისცა ხმა. მიხეილ სააკშვილს ეკუთვნის ის რაც დაემართა. როდესაც მე ვეუბნებოდი, ეს შეცდომაა, დანაშაულია, ამის გაკეთება არ შეიძლება და დავითანხმებდი რამეზე, ან კამათის დროს როდესაც ჩემს პოზიციას ვიკავებდი, პირველი რომლებიც ყელში მწვდებოდნენ ხოლმე, სწორედ ის ადამიანები არიან ვინც დღეს სააკაშვილს უპირისპირდებიან. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია ყველაფერ იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ ეს ადამიანები არ არიან პასუხისმგებელნი? უზარმაზარი გავლენა ჰქონდათ ბოკერიასა და სხვებს. „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია მთლიანად გიგა ბოკერიას და მისი გუნდის მხრებზე იდგა. იყო შემთხვევები, როდესაც სააკაშვილი ყოყმანობდა, ჩემი პოზიცია გაეზიარებია თუ არა და ღამის 2 საათზე დაადგებოდნენ ხოლმე კაბინეტში და დილამდე არ გამოდიოდნენ. დიახ, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ. ახლა რა გამოდის, ამ ყველაფერში მხოლოდ სააკაშვილია დამნაშავე? და ის ადამიანები, ვინც მის ირგვლივ იყვნენ, საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ და მორალი გვიკითხონ?”– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

წყარო:marshalpress.ge

Comments
Loading...