“ღამის მგლების” 100-ზე მეტ წევრს, მაისის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა – შსს

მაისის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა 100-ზე მეტ ბაიკერს, რომლებიც “ღამის მგლების” ჯგუფის წევრები იყვნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა „ღამის მგლების“ ორგანიზებულ ჯგუფებს, რამდენიმე ბაიკერი კი საქართველოში ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ „ღამის მგლების“ წარმომადგენელი ორი ბაიკერი დღეს ვაკის პარკში იმყოფებოდა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

Comments
Loading...