
ღამით საქართველოს მასშტაბით ძლიერი ყინვა იქნება
საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსიდან -20 გრადუსამდე იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ “პირველს” უთხრა, რომ ჰაერის ტემპერატურა ღამით დასავლეთ საქართველოში დაბლობში 0-დან -7 გრდადუსამდე იქნება. მთაში -14-მდე, მაღალ მთაში -20-მდე. აღმოსავლეთ საქართველოში ბარში -8-დან -15-მდე (შიდა ქართლში), თბილისში -5. მთაში -18, მაღალმთაში -22-მდე.
სვეტლანა ნიორაძის თქმით, დღეს ნალექი შენარჩუნდება, უმეტესად თოვლის სახით, უფრო დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთშიც მაღალმთიანეთში. ძლიერი ქარი იქროლებს. შენარჩუნდება ცივი და თოვლიანი ამინდი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს აღარ ითოვებს, თუმცა ძლიერი ქარი იქროლებს.
ხვალ თოვლია მოსალოდნელი. 10-11 დეკემბერს არამდგრადი ამინდია, თუმცა ტემპერატურა ოდნავ მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში დღისით მოსალოდნელია 6-11 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში 4-9 გრადუსი.
ხვალ დასავლეთში დღისით +2 +7 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში +3 +8 გრადუსი.
8 დეკემბერს თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 1985 წელს +17.9 გრადუსი, მინიმალური კი 1920 წელს -8.4 დაფიქსირდა.