“ღარიბაშვილი დასაჯეს კონკრეტული ქმედებისთვის, თუ რატომ დასაჯეს, ამას გეტყვით ხვალ”

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძე მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არა ირაკლი ღარიბაშვილმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

“ივანიშვილმა ჩათვალა, რომ საარჩევნო წელს ნეგატიური სახეებისგან უნდა გაიწმინდოს “ქართული ოცნება” და ღარიბაშვილი ერთ-ერთი მთავარი იყო ამ ნეგატივებისა, იმიტომ, რომ ამ რეიტინგული ვარდნის პირობებში, პრობლემათა სიუხვის პირობებში, ბუნებრივია, პირველი სწორედ მთავრობის პირველი პირია და ამიტომ მოყვა პირველი ივანიშვილის ბადეს ღარიბაშვილი. და მეორე მომენტი – ღარიბაშვილი დასაჯეს კონკრეტული ქმედებისათვის. თუ რატომ დასაჯეს, ამას გეტყვით ხვალ. ეს უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე ძალიან არასასიამოვნო პროცესებს, რომელიც აუცილებლად თავის ასახვას ჰპოვებს არჩევნებზე”, – განაცხადა კაციტაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.