ღარიბაშვილი: „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდებას ან დახურვას რა აზრი აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებში არანაირი ფორმით არ არის ჩართული. მან ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ვერ გავიზიარებ იმ კრიტიკას, იმ აზრს, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დგას ამ პროცესებში. არის რაიმე ფორმით ჩართული „რუსთავი2“-ის პროცესებში.

რომელ ხელისუფალს, მით უმეტეს ჩვენნაირ დემოკრატიულ ხელისუფალს, შეიძლება აწყობდეს 3 წლის თავზე ამგვარი ქმედების განხორციელება.

ამაში ვერცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ დაინახავდა რაიმე რაციონალური აზრს.

რატომ უნდა მოუნდეს ან ჰქონდეს სურვილი ჩვენს ხელისუფლებას, მაშინ, როცა ასე გაამარტივა საქართველოში ტელევიზიის გახსნის პროცედურები. დავუშვათ, თეორიულად რომ ჰქონდეს ვინმეს აზრი ჩვენს მთავრობაში, „რუსთავი2“-ის ან ხელში ჩაგდების ან დახურვის – რა აზრი აქვს? ხვალ შეიძლება მარტივად გაიხსნას „რუსთავი 5“. პრობლემა არ არის. ჩვენ პირიქით, დავეხმარებით. ჩვენს ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი ტელევიზია გაიხსნას, მეტი სააგენტო, მეტი გაზეთი იყოს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს სიმართლე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...