ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ქინძის განცხადებაზე ვერ გავაკთებთ სერიოზულ კომენტარს

https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=tXV11GkpV5I
რუსთვი 2-ის საქმეზე, მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული და არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა “გავრცელდა აუდიო ჩანაწერები ყოფილი პრეზიდეტის, ოდესის გუბერნატორის , რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის, ჩემთვის ეს სასაცილოა უბრალოდ. ჩვენ ქინძის განცხადებაზე ვერ გავაკთებთ სერიოზულ კომენტარს, მე მინდა ყველას უთხრა რომ დღეს სახელმწიფო არის იმაზე მეტად ძლიერი ვიდრე სამი წლის წინ. რატომ? იმიტომ, რომ დღეს ვართ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული და არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვერც ქინძი და ვერც ნებისმერი სხვა მოქალაქე”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.