ღარიბაშვილი: ტრაგედია, რომელიც პარიზში ხდება, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მომხდარი ტრაგედიის გამო საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.

როგორც ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, პარიზში მომხდარი ტრაგედია მთელ მსოფლიოს და ერებს აერთიანებს.

„ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორეს მხრივ გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების – ტერორიზმის წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.

საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.