ღარიბაშვილის ბრიფინგს ჟურნალისტები ვერ დაესწრებიან

ღარიბაშვილის ბრიფინგს ჟურნალისტები ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ მთავრობის კანცელარიიდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება. პრემიერმინისტრის ვიდეომიმართვას დღეს 20:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური თავად გადაიღებს და გაავრცელებს. მაღალი ინტერესის მიუხედავად ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილისათვის კითხვის დასმის საშუალება არ მიეცემათ. როგორც რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გაარკვია, ღარიბაშვილი განცხადებას გააკეთებს მარტო და მასთან ერთად არ იქნებიან მთავრობის წევრები.

Leave A Reply

Your email address will not be published.