ღარიბაშვილის შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს ფილიპ დუსტე-ბლაზის შეხვდა. შეხვედრა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა “საქართველოს სოლიდარობის ფონდის” საქმიანობა განიხილეს. საუბარი შეეხო ინოვაციური დაფინანსების გლობალურ ჯგუფში ფონდის მოღვაწეობას, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საშუალებას აძლევს საქართველოს უფრო აქტიური როლი შეასრულოს საერთაშორისო დონეზე წამყვან პარტნიორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საქმეში.

მანვე მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ფორუმში მონაწილეობისთვის.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და საგანგებო მრჩეველი ფილიპ დუსტე-ბლაზის ხელმძღვანელობით და ძალისხმევით ამოქმედდა UNITAID, UNITLIFE და კიდევ არაერთი ისტორიული ინიციატივა.

Comments
Loading...