ღარიბაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი გაშვებაც ივანიშვილის სურვილი იყო–ალასანია

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ნება–სურვილი იყო. როგორც ალასანიამ ყოველკვირეულ გადაცემა ინტერview–ში განაცხადა, პრემიერმინისტრის გადადგომა ვქეყნის იმიჯს უხერხობის იმიჯს უქმნის. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ პრემიერმინისტრის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, ის უკეთესად მიიყვანს არჩევნებამდე ქვეყანას და პოლიტიკური ნიშნით დევნა აღარ მოხდება.
„ბუნებრივია ძალიან ნიშანდობლივი იყო ჩემთვის და ცოტა კომიკურიც, როდესაც პრემიერმინისტრმა თავისი განცხადება თავისუფალი ნებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით დაიწყო. არც მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა და არც მისი გაშვება, მისი ნება არ ყოფილა ბუნებრივია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ნება–სურვილი. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარებას გარკვეულ უხერხულობის იმიჯსაც უქმნის იმიტომ, რომ პრაქტიკულად 25 წელია დამოუკიდებლები ვართ და ძნელად წარმომედგინა, რომ 25 წლისთავზე ჩვენ ისევ ერთპიროვნულ, არაფორმალურ მმართველობაში ვიქნებოდით, თუმცა ამ გადაწყვეტილებას თავისი დადებითი მხარეც აქვს იმ კუთხით, რომ ცვლილება ყოველთვის კარგია, ეს ერთი. მეორე, მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მოახლოებულ არჩევნებს, რომელიც 11 თვეში უნდა ჩატარდეს, თუკი გამართლდა ეს ვარაუდები და ბატონი კვირიკაშვილი გახდა პრემიერმინისტრი, ის უკეთესად მიიყვანს არჩევნებამდე ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მის პირობებში პოლიტიკურ ზეწოლას და პოლიტიკური ნიშნით, თუნდაც სამართალდამცავი სტრუქტურების დარაზმვას არჩევნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ამის რწმენა მე მაქვს, აქედან გამომდინარე, ეს ე.წ გარდამავალი ეტაპი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“,–განაცხადა ალასანიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.