ღმერთმა დიდ ხანს მიცოცხლოს ბებია, რომ ასეთი ვიდეოები დიდ ხანს გადამაღებინა

 

რამდენიმე დღის უკან ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები სადაც შვილიშვილები იმერეთში მოხუც ბებიას ტირის თოფს ესვრიან. აღნიშნულმა ვიდეოკადრებმა საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

ნონა ქუთათელაძე რომელიც თავად იღებდა მონაწილეობას ამ კადრებში განმარტავს, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რადგან თოფი ცარიელი იყო და ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

“ასეთი ვიდეოები კიდევ ბევრი მაქვს. ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს ჩემი ბებია, რომ ასეთი ვიდეოები კიდევ დიდხანს გადამაღებინა”, – ამბობს ვიდეოს ავტორი.

Comments
Loading...