ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ, ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ, კლინიკა Troyka Med-ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ ინფორმაციას შესაბამის ფოტოსთან ერთად, ფონდი „სიკეთის კვალი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში ავრცელებს.

„დედამ მეორედ აჩუქა ბარბარეს სიცოცხლე!!!

მეგობრებო, როგორც იცით, ბარბარე უკვე თურქეთის კლინიკაში იმყოფება და ჩაუტარდა ოპერაცია. დედამ გადაუნერგა ღვიძლი და მეორედ აჩუქა პატარა ანგელოზს სიცოცხლე. უფლის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ამ დროისთვის ბავშვიც და დედაც სტაბილურად არიან. ბარბარე იმყოფება რეანიმაციაში. დამატებითი ინფორმაცია რომ გვექნება გამოვაქვეყნებთ ხოლმე.

დიდი მადლობა სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვის ბარბარეს გადარაჩენისთვის“, – ნატქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთი წლის გოგონას დედის ემოციური მიმართვა სოციალურ ქსელში გასულ კვირას გავრცელდა, სადაც ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა.

აღნიშნული მიმართვიდან რამდენიმე დღეში, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერთი წლის გოგონას ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდებოდა.

სამინისტროს ინფორმაციიოთ, მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, პატარა ბარბარეს ტრანსპორტირება და მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში სახელმწიფომ დაუფინანსა.

Leave A Reply

Your email address will not be published.