გია ბარამიძე: მადლობა ჩვენს დევგმირ ვაჟკაცებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე „ფეისბუქზე“ რიოში, ძალოსნების, ლაშა ტალახაძის და ირაკლი თურმანიძის წარმატებას ეხმაურება.

„რა გაგვახარეს ბიჭებმა! სულ ასე გამარჯვებული გვენახოს ჩვენი ქვეყანა და ხალხი!

საქართველო ჩემპიონია! გილოცავთ ყველას! მადლობა ჩვენს დევგმირ ვაჟკაცებს!“,- წერს „ფეისბუქზე“ გია ბარამიძე.

ცნობისთვის, ლაშა ტალახაძემ ატაცში 215 კილო დააფიქსირა, ხოლო აკვრაში – 247 კგ. საერთო ჯამში ტალახაძემ 462 კილო დააფიქსირა. მისმა მთავარმა მთავარმა კონკურენტმა, ირანელმა ძალოსანმა კი აკვრაში სამი ცდა გააცუდა და ლაშა ნაადრევად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ირაკლი თურმანიძემ კი ატაცში 207 დააფიქსირა, აკვრაში კი 241, ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ცდაზე ლაშა ტალახაძემ 258 დააფიქსირა და ორჭიდში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციას რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 5 მედალი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოქროს ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ვერცხლი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ბრინჯაოს მედლები კი ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ და ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ მოიპოვეს. საერთო ჩათვლაში ჩვენი ქვეყანა ამ დროისთვის მე-40 ადგილზეა.

წყარო: აიპრესი

Comments
Loading...