გია გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „მაესტროს” ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის გაკოტრებას არ დაუშვებს და არხის მენეჯმენტს ბოლომდე შეეწინააღმდეგება. ამის შესახებ გაჩეჩილაძე „კვირის პალიტრას” ესაუბრა და აქვე გამოთქვა ვარაუდი, რომ არხის გაკოტრებაზე სასამართლოში შეტანილი განაცხადი, შესაძლოა, მისი გაყიდვის მცდელობა იყოს, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მაესტროს” შესყიდვა დავით კეზერაშვილს სურს.

„ვფიქრობ, ჩემი, როგორც დამფუძნებლის ტელეკომპანიიდან ჩამოცილება უნდათ. მარტივია, თუ კომპანიას ზედმეტი მეწილეებისა და დამფუძნებლებისგან გაწმენდენ, მთელ აქტივებს ბევრად ბევრად სარფიანად გაყიდიან.

დღესდღეობით ტელეკომპანია გაკოტრებულად გამოცხადებას არ საჭიროებს, „მაესტრომ” კრედიტი 2019 წლამდე აიღო, რომლის დაბრუნებასაც კოტე გოგელია განსაზღვრულ დროზე ადრე, დაუსაბუთებლად ითხოვს. „მაესტროს” ფუნქციონირებისთვის ხელი არასდროს შემიშლია, მაგრამ გაკოტრებას ბოლომდე შევეწინააღმდეგები.

ვერ დავადასტურებ, თუმცა, მოვისმინე ვერსია, რომ „მაესტროს” დავით კეზერაშვილი ყიდულობს. ამ ეჭვს ისიც მიმყარებს, რომ დღეს ტელეკომპანიას კეზერაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გამტარებელი გიორგი ისაკაძე მართავს”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

„კვირის პალიტრას” ესაუბრა გიორგი ისაკაძეც და ტელეკომპანიის დავით კეზერაშვილისთვის მიყიდვის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო.

Leave A Reply

Your email address will not be published.