გია გაჩეჩილაძე – პრემიერ მინისტრი ჩემი ძმაკაცია (ვიდეო)

ამ წუთებში ტელეკომპანია “მაესტროში” პარტნიორთა კრება იწყება. კომპანიის 55%-იანი წილის მფლობელის გიორგი გაჩეჩილაძის ძმა ლევან გაჩეჩილაძე უკვე მაესტროში იმყოფებიან. გიორგი გაჩეჩილაძე ტელეკომპანია “მაესტროში” მაშინ მივიდა, როდესაც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე პირდაპირ ეთერში, ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა.

გადაბაძემ განაცხადა, რომ წილების გადანაწილების პროცესი ბევრ კითხვით ნიშანს აჩენს. გიორგი გაჩეჩილაძემ კი განაცხადა, რომ ის ერთ-ერთია, რომელმაც გადაბაძის თანამდებობაზე დანიშვნის დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა იმის გამო, რომ არხის რეიტინგი ძალიან დბალია და არსებობს მთელი რიგი პრობლემები გადაბაძის გადაყენების საკითხი დადგა. უცნობმა დაადასტურა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დღეს კრებაზე დადგება ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა, რომელიც უკვე ტელეკომპანიაში იმყოფება. კამათი გადაბაძის იმ ფრაზამ გამოიწვია, რომელიც ირაკლის რუხაძის მიერ გადახდილ თანხას ეხებოდა, უცნობმა კი განაცხადა, რომ გადაბაძის კომენტარები არის შანტაჟი.

https://www.youtube.com/watch?time_continue=314&v=g38hG8Ww–0

Comments
Loading...