გია ხუხაშვილი – ეტყობა, ბიძინა ივანიშვილი დღეს ხუმრობის ხასიათზეა

“მე მგონი, ბიძინა ივანიშვილმა იხუმრა. ეტყობა, დღეს ხუმრობის ხასიათზეა. მან მშვენივრად იცის ჩემი დამოკიდებულება თანამდებობის მიმართ. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ იხუმრა. რაც შეეხება ჩემი და გიორგის ურთიერთობას, ჩვენ მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა სავსებით დამაკმაყოფილებელია ჩემთვის, ისევე როგორც, სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილთან მაკავშირებდა მეგობრობა. ასე რომ, მეგობრობის ფარგლები ჩემთვის არის დამაკმაყოფილებელი და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. დამერწმუნეთ, ნებისმიერ თანამდებობას ჯობია”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს, რომელიც ფიქრია ჩიხრაძემ მიიღო, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელია ელოდებოდნენ, – ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადა.

Leave A Reply

Your email address will not be published.