გია ხუხაშვილი: ირმა ინაშვილი, თავისი პოლიტიკური გამოცდილებით, შეუდარებელი კანდიდატია!

„შუალედური არჩევნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება ტესტი” – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ობიექტივის” ჟურნალისტთან საუბრისას.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს ირმა ინაშვილი, თავისი პოლიტიკური გამოცდილებით, ბიოგრაფიით, შემართებით, თუნდაც სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლით, შეუდარებელი კანდიდატია თამარ ხიდაშელთან.

„ირმა ინაშვილი, თავისი პოლიტიკური გამოცდილებით, ბიოგრაფიით , შემართებით, თუნდაც სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლით , შეუდარებელი კანდიდატია თამარ ხიდაშელთან… არასერიოზულია ამ ორი კანდიდატის შედარება ერთმანეთთან. ირმასთვის ეს იქნება დიდი შეურაცხყოფა . ეს არის ორი არათანაბარზომადი კანდიდატი. გასაგებია რომ თამარა ხიდაშელი არის ხელისუფლების კანდიდატი, თუმცა ხელისუფლების ლეგიტიმურობა დგას ეჭვქვეშ დღეს და ეს არჩევნები სწორედ ამის ტესტია ხელისუფლებისთვის. იქ გაიტესტება ყველაფერი. ერთი ის გაიტესტება, რომ რეალურად დაინახავენ სად არიან , თუ, რათქმაუნდა , ნორმალურად ჩაატარეს არჩევნები. თუ იქ გამოჩნდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , ეს, მეორე უბედურება იქნება. სიმართლე გითხრათ, ის რომ მინისტრები წავიდნენ საგარეჯოში, მიმაჩნია რომ არაა პრობლემა. რომელი ავტორიტეტები გახლავთ ისინი?! მერწმუნეთ, ენდეთ ჩემს გამოცდილებას, არ ვიყავი უკანასკნელი ადამიანი „ოცნებაში” , ყოველი შემთხვევისთვის, ახლანდელებზე წინ ვიდექი. ამდენად, არაა ეს ეფექტური სვლები , ანუ მინისტრების იქ ჩაყვანა. იქ რომ ექიმი ვზივარ , იმიტომ რომ მინისტრი ჩამოვიდა და რაღაც მითხრა, მე ამის გამო არ გავაკეთებ არჩევანს. პირიქით, თუ მისგან რამენაირად ვიგრძენი, რომ მიგზავნის მესიჯსს, რომ მხარი დავუჭირო ვინმეს, მე პირიქით მოვიქცევი -საპირისპიროდ. სააკაშვილი როდესაც ამას აკეთებდა, ის არ ენდობოდა ამომრჩეველს, აკონტროლებდა, აშინებდა, ბოლომდე მისდევდა, რომ მისთვის მიეცა ხმა. მაგრამ, სერგეენკო ამის გამკეთებელი ხომ არაა?!! სუბარი რომ ჩავიდა ხიდაშელთან, არც ეგაა პრობლემა, ეჭვი მაქვს, რომ თავად სუბარს არ ეხატება გულზე ეს კანდიდატი.
მაგალითად, თუ დახურული უბნები გაკეთდა, მაგალითად, ვიცით რომ საჯარისო ნაწილები ჩართეს უბნებზე, აი, ამაზე როგორ გადაწყვეტილებას მიირებენ , ეს გამოჩნდება ახლა.
ირმა ინაშვილი არ არის ის ადამიანი და ის პიროვნება, რომელსაც ასე იოლად დაჩაგრავენ.. მიშა სააკაშვილმა ვერ დაჩაგრა და ახლა ეს რესპები ამას ვერ შეძლებენ… აქედან გამომდინარე, დაველოდოთ, შევხედოთ, ირმა მერე რას იტყვის. ჩვენ მოვუსმენთ და შესაბამის რეაგირებასაც მოვახდენთ. ჯერჯერობით, ვფიქრობ რომ ხელისუფლებისთვის ტესტია ეს არჩევნები, როგორც გარე გაგებით, ისე კოალიციაში შიგნით. რესპუბლიკელების სტატუსიც, შესაბამისად ისეთი იქნება , როგორიც ამ არჩევნებზე გამოჩნდება. ისე, მეწრმინეთ, ხელისუფლებაში არავის ეწყინება თამარ ხიდაშელის წაგება, 80 % -ს გაუხარდება.”- აცხადებს ხუხაშვილი.

Comments
Loading...