გია ნიჟარაძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე საუბრობს

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. “ექსპოჯორჯიაში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რაგბის კავშირში არსებული დაძაბული სიტუაციის განსამუხტად მიიღო.
„ეს არი ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი, პიროვნულად. იმიტომ, რომ მე ვატყობდი უკვე რაღაცა ისეთ რაღაცეებს, რომ ოჯახი გაიხლიჩებოდა და ვიღაცა ვიღაცას დაუპირისპირდებოდა და ესღა მაკლია, რო ეს ცოდვა დავიდო კისერზე და ახალგაზრდა ბიჭები ერთამენთს არ ელაპარაკებოდნენ ან ჩემ გამო რაღაცა ბზარი გაჩნდეს ამ ოჯახში. ვერავინ ვერ ეღირსება მაგას რა.. რაგბის ოჯახი იყო ერთიანი, არი და იქნება. არც შეუცვლელი არ არი ამ ქვეყნად არავინ. მე წავალ. დამიჯერეთ, სარაგბო ოჯახს იმდენი რესურსი აქ და იმდენი სიბრძნე აქ დაგროვილი და ისეთი სიყვარული აქვს ერთმანეთის, რომ უჩვენოდ და ერთიანი გადაწყვეტილების გარეშე რაგბის კავშირის პრეზიდენტად ვერ მოვა ვერავინ. ეს გადაწყდება სარაგბო ოჯახში. კარგად იქნება დათვლილი მისი ძლიერი მხარეები, მისი სუსტი მხარეები. გუნდი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით უნდა დარჩეს იმიტომ, რომ ეს წარმატებული გუნდია. და შედარებები მომინდვია თქვენთვის, ეხა სტატისტიკაზე არ მალაპარაკოთ აქ, რა იყო რვა წლის წინ და რა არის დღეს“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე გია ნიჟარაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.