გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

„თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ცაგარეიშვილი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის 20 იანვრიდან შეუდგა. ”თავისუფალი დემოკრატები” გია ცაგარეიშვილმა რამდენიმე თვის წინ, პარტიის რამდენიმე ლიდერთან ერთად დატოვა.

kvira.ge

Comments
Loading...