გია ცერცვაძემ უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

2017 წლის 25 იანვარს შსს-ს სპეცრაზმის ყოფილმა ხელმძღანელმა გია ცერცვაძემ, უკრაინის სახელმწიფოს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან განაცხადა.

“საბუთები შეიტანა ჩემმა ადვოკატმა, როცა ციხეში ვიყავი მაშინ დმაწერინა. 25 იანვარს შევიტანეთ. ჯერ განხოვა მიდის. პასუხს 25 თებერვალს ველოდები”, – განაცხადა გიცა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის 13 დეკემბერს გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ.

ipress.ge

Comments
Loading...