გია ვოლსკი: ეს არის მოგონილი თემები…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ გიორგი მამალაძეზე ზეწოლა მოხდება, ან რაღაც განსხვავებული რეჟიმით დაიკითხება, არის მოგონილი თემები.

“ძალიან მძიმე ფაქტზე არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და რასაკვირველია, ყველა წესი იქნება დაცული იმისთვის, რომ კითხვები არ დარჩეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ზეწოლა მოხდება, ან რაღაც განსხვავებული რეჟიმით დაიკითხება ის, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, ეს არის მოგონილი თემები” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

geomediatv.ge

Comments
Loading...