გია ვოლსკი: ტურები არიან თუ ღამის მგლები – არ გვეკადრება მათ მიმართ შიშის ჩამოყალიბება

“ღამის მგლების” მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება – ტურები არიან თუ ღამის მგლები – არ გვეკადრება და ყველაფერს ღირსეულად უნდა შევხვდეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლკიმ, რუსი ბაიკერების, ე.წ. ღამის მგლების საქართველოში ვიზიტზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, დეპუტატი ე.წ. ღამის მგლების ქმედებებს პროვოკაციულად მიიჩნევს.

“ვფიქრობ, მთელი საქართველოს საზოგადოება არის უკმაყოფილო იმით, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს ინფორმაცია გააჩნია იმის შესახებ, რომ მათი მოქმედებები პროვოკაციულია, გარკვეულ დაძაბულობას და დაპირისპირებას იწვევს და მაინც არ ეპუებიან განწყობას მასპინძელი ქვეყნის. მაგრამ “ღამის მგლების” მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება – ტურები არიან თუ ღამის მგლები – ჩვენ არ გვეკადრება და ყველაფერს უნდა ღირსეულად შევხვდეთ”,- განაცხადა ვოლსკიმ.

Comments
Loading...